Loading...
რიგით მეორე ყავის და ჩაის ფესტივალი „ჰოუმმარტში“


სავაჭრო ცენტრში „ჰოუმმარტი“, მომხმარებლის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, 2016 წლის 1 და 2 ოქტომბერს გაიმართა ყავისა და ჩაის რიგით მეორე ფესტივალი. 

ფესტივალზე მოსულ მომხმარებელს საშუალება ქონდა დაეგემოვნებინა როგორც ქართული წარმოაების ყავა და ჩაი, ისე უცხოური ბრენდების ნაწარმი. ფესტივალში მონაწილე კომპანიებმა საკუთარი პროდუქციის წარმოსაჩენად გარდა დეგუსტაციისა, მომხმარებელს სხვა და სხვა სახის ფასდაკლებები და პრომო აქციები შესთავაზეს. 

ყავის და ჩაის ჯადოსნური სურნელის სამყაროში სტუმრებს უმასპინძლეს პერსონაჟებმა ზღაპრიდან „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. ფესტივალს ცოცხალი მუსიკით აფორმებდა ბენდი „The Five”.