Loading...
პირველი ყავის და ჩაის ფესტივალი საქართველოში
 
პირველად საქართველოში, 3-4 ოქტომბერს, სავაჭრო ცენტრი “ჰოუმმარტი” ყავისა და ჩაის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის გახსნა დაგეგმილია 3 ოქტომბერს 16:00 საათზე და მის ფარგლებში, საქართველოს ბაზარზე არსებულ ყავისა და ჩაის კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია, მოახდინონ დეგუსტაციები და მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებები გააკეთონ.

სავაჭრო ცენტრი „ჰოუმმარტი“ ფესტივალზე მისულ სტუმრებს საინტერესო აქტივობებით, პრეზენტაციებითა და შოუ პროგრამით დახვდება, ასევე ცენტრში არსებული მაღაზიები წარმოადგენენ სახლის ნივთების გამოფენა-გაყიდვას და სპეციელურ ფასდაკლებებს. ჩაის მოყვარულებს უმასპინძლებენ გმირები ზღაპრიდან “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებს შორის იქნება სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე არსებული ცნობილი ბრენდები: Smart-ი, Wendy’s-იდა Dunkin’ Donuts-ი და გურმესო.

ფესტივალის გახსნის დღეს ჰოუმმარტი უზრუნველყოფს მუსიკალურ გაფორმებას და ფოტო გადაღებას, ასევე აქტიურ პიარ-კამპანიას სხვადასხვა მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/HomemartVake ან ელ-მისამართზე: info@homemart.ge

მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N37ლ, სავაჭრო ცენტრი „ჰოუმმარტი“ (ვაკის ეკლესიის გვერდით).

საკონტაქტო: 032 2958888