Loading...


რიგით მეორე ყავის და ჩაის ფესტივალი „ჰოუმმარტში“

სავაჭრო ცენტრი „ჰოუმმარტი“, მომხმარებლის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ყავისა და ჩაის რიგით მეორე ფესტივალს იწყებს. ფესტივალი ამა წლის 1 და 2 ოქტომბერს (შაბათი და კვირა) 14:00-დან 19:00-მდე გაიმართება.

ფესტივალზე ნახავთ საქართველოს ბაზარზე არსებულ, ყავისა და ჩაის წარმომადგენელ როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბრენდებს. მონაწილეები საკუთარი პროდუქციის წარმოსაჩენად გამოფენა-გაყიდვის ფორმატით ისარგებლებენ და ასევე მოაწყობენ სადეგუსტაციო დახლებს.


ყავის და ჩაის ჯადოსნური სურნელის სამყაროში სტუმრებს უმასპინძლებენ პერსონაჟები ზღაპრიდან „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი „The Five”. აქვე, შემოგთავაზებენ სამახსოვრო ვიდეოებს Giffer-თან ერთად, ფოტოგადაღებებს ბრენდ ბანერთან და მრავალ სხვა საინტერესო გასართობს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენ FBგვერდს - Homemart/ჰოუმმარტი