Loading...


ჰოუმმარტის შესახებ

თბილისში, ქალაქის ცენტრში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე №37ლ-ში მდებარეობს ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი - "ჰოუმმარტი" - ყველაფერი სახლისთვის. პირველ სართულზე ფუნქციონირებს ჰიპერმარკეტების ქსელი „Carrefour“, სწრაფი კვების ობიექტი „WENDY’S“ და „DUNKIN DONUTS’ ამავე სართულზე წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდის მაღაზიები და სერვის ცენტრები: VTB ბანკი, აფთიაქი „GPC“, ვილეროი & ბოხი, ჩაიმანია, და სხვა. სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე არსებული მაღაზიების ჩამონათვალია: SUPER, SUPER TOYS, SUPER HOME, ENGLISH HOME, PENTI, MUSERA, AURELKA ORTHOPEDIC SHOES, GAME ZONE, MYDAY, ASPRIA.

სავაჭრო ცენტრის მეორე სართული ძირითადად სახლის თემატიკას უკავშირდება. თუ გსურთ სახლის გემოვნებით მოწყობა, სწორედ „ჰოუმმარტს“ უნდა ესტუმროთ. სავაჭრო ცენტრში მისულ მომხმარებელს აქვს მრავალფეროვანი არჩევანი, როგორც სახლის გემოვნებით და დახვეწილად მოსაწყობად, ასევე სხვადასხვა ტიპის საინტერესო პროდუქციის შესაძენად: სახლის ავეჯი, დეკორაცია, ჭურჭელი, სახლის აქსესუარები, ოთახის განათება, საოჯახო ტექნიკა, ქალის სამკაული და თეთრეული, ფიტნესი და სათამაშოების დიდი არჩევანი ბავშვებისთვის. აღსანიშნავია, ასევე სავაჭრო ცენტრში არსებული ყავის დიდი არჩევანი. აქ შეხვდებით ყავის ექვსამდე ობიექტს, შეგიძლიათ შეიძინოთ მოხალული ყავა ან ადგილზე მიირთვათ. ასევე იყიდება ნესპრესოს აპარატები და მისი კაფსულები. გვერწმუნეთ, ყავის არც ერთი მოყვარული დარჩება გულგრილი. მათთვის კი, ვინც ჯანსაღ ცხოვრებას ეწევა, ღამის საათებშიც შეუძლიათ ესტუმრონ „ასპრია“ ფიტნესს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ემსახურება მომხმარებლებს. სავაჭრო ცენტრს მომხმარებელთათვის კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ორ სართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი. 

პროექტი ასევე მოიცავს 23 სართულიან საცხოვრებელ სახლსაც, რომელსაც ჩვენი პარტნიორი კომპანია “არქი ჯგუფი“ ახორციელებს „არქი თაუერის“ სახელით, რომლის ფარგლებშიც ასევე იგეგმება ენერგოეფექტური ოფისების მშენებლობა რეკრეაციული ზონით,  საბავშვო მოედნებით და დასასვენებელი გარემოთი. აღნიშნული პროექტი დასრულდება 2018 წელს.

თუ ხშირად გიჩნდებათ კითხვა, სად შეარჩიოთ ყველაზე ორიგინალური ნივთი, როდესაც ახლობელი ადამიანისთვის საჩუქრის ყიდვას გადაწყვეტთ, ან ახალ ბინაში გადადიხართ და სახლის გემოვნებით მოწყობა გსურთ, პასუხი მარტივია - უბრალოდ უნდა ესტუმროთ ჭავჭავაძის გამზ. #37ლ-ში მდებარე სავაჭრო ცენტრს - „ჰოუმმარტი“. აქ ყველაფერია თქვენი სახლისთვის, საყვარელი ადამიანისთვის და ბავშვებისთვის.

„ჰოუმმარტი“ - ყველაფერი სახლისთვის!!!