Loading...


ჰოუმმარტში პირველი ყავის და ჩაის ფესტივალი ჩატარდა

 

წარმატებით დასრულდა  საქართველოში  პირველი ჩაის და ყავის ფესტივალი, რომელიც სავაჭრო ცენტრ „ჰოუმმარტის“ ორგანიზებით ჭავჭავაძის გამზ. 37ლ-ში 3 და 4 ოქტომბერს გაიმართა.

ფესტივალიში მონაწილე კომპანიებმა წარმოადგინეს ყავის და ჩაის სადეგუსტაციო ნაწარმი, ფასდაკლებები, გამოფენა-გაყიდვა. მონაწილეთა შორის წარმოდგენილი იყო როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიები, მათ შორის სავაჭრო ცენტრში არსებული ბრენდები - ვენდისი, დანქინ დონატსი და გურმესო.

ფესტივალის ფარგლებში გათამაშდა ცენტრში არსებული მაღაზიების 5 ცალი ვაუჩერი, ასევე ზემოთხსენებულმა მაღაზიებმა დააწესეს სპეციალური ფასდაკლებები და ყავის თემასთან დაკავშირებული სახლის ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

 ფესტივალს მასპინძლობდნენ გმირები ზღაპრიდან „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ და ასევე, მოეწყო ქვიშაზე ხატვის შოუ, რომელიც უკვე კარგად ცნობილმა ნონა გიუნაშვილმა შესთავაზა სტუმრებს.

სამშენებლო კომპანია „არქი  ჯგუფმა“ განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყო მის პროექტში ბინის შეძენის მსურველებს და გაათამაშა 2 ცალი ვაუჩერი, რომელსაც მომხმარებელი ბინის შეძენის შემთხვევაში გამოიყენებს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო შემდეგი კომპანიები: ჩერი, გურიელი,  გურმესო, დანქინ დონათსი, ვენდისი, მეგატექნიკა, კომაპნია „ომეგა“, სუპერმარკეტი „ჯორჯიტა“, Caffe club, Dom Сoffee, ნაგომარის ჩაის სახლი, Corner House, ვენდინგ ცენტრი, Laboratory My Home, English Home, Penti, Lotto, Super, Super Home, Brandani.

პატრნიორები:  კომპანია „არქი ჯგუფი“ და სუპერმარკეტი ქსელი „სმარტი“,რომელიც ასევე განთავსებულია სავაჭრო ცენტრ „ჰოუმმარტის“ პირველ სართულზე.